4 თვეში აზოტოვანი სასუქის ექსპორტით მიღებული შემოსავალი შემცირდა
2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი შემცირდა.
წლების განმავლობაში აზოტოვანი სასუქები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია, რომლის წილი ოთხი თვის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში 2.5%-ია.
იანვარ-აპრილში საქართველოს აზოტოვანი სასუქების ექსპორტით 35.2%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, თუმცა საქონლის ექსპორტის მოცულობები 33.8%-ით გაიზარდა. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან 45 მილიონ 447 ათასი დოლარის ღირებულების 176 310 ტონა მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები გაიყიდა.