თელავში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
თელავში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
პირველადი მონაცემებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა.