მშენებლობის ღირებულება წლიურად 10.8%-ით გაიზარდა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსიდან ირკვევა, რომ საქართველოში მშენებლობის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა.
ინდექსის გაძვირება დაკავშირებულია მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების მატებასთან. საქსტატის თანახმად, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 37%-ით არის გაზრდილი. ამასთან, სამშენებლო მასალების ღირებულება წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორი საქართველოში 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, 60,600 ადამიანს ასაქმებდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2,628 ლარი იყო (საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით 2,102 ლარი თვეში).