ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.
მათი ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოებია.
„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, მოხდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში და მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.