ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედება გადავადდა

2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნუსხა, რომელთა სერტიფიცირებაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო.

მთავრობის 31 მაისის დადგენილებიდან ირკვევა, რომ „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც კანონის ამოქმედება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

აღნიშნული პერიოდიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება შემდეგი მარცვლოვანი კულტურები:

შვრია
ქერი
ბრინჯი
ჩიტიფეტვა
ჭვავი
სორგო
სუდანის ბალახი
ხორბალი
ტრიტიკალე
სიმინდი (გარდა ტკბილი და ბუშტარა სიმინდისა)
რაც შეეხება ბოსტნეულისა და ბაღჩეულის სახეობებს, ასე გამოიყურება:

ხახვი
ნიორი
შნიტი
ჭყიმა
ნიახური
სატაცური
ბრაუკოლი;
კომბოსტო;
ბროკოლი;
წიწაკა და ა.შ.
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა შეგიძლიათ სრულად იხილოთ აქ.