დედოფლისწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა
დღეიდან დედოფლისწყაროში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა.
სამრეკლო-დედოფლისწყარო-ხორნაბუჯის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა.
N 141 მარშრუტი მგზავრთა გადაყვანას ერთი თვის განმავლობაში უფასოდ განახორციელებს.

