4-6 ივნისს კახეთში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

