ახალი ამბები

პრეზიდენტი- მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე

ქართულ ქარტიაზე ხელმომწერებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმ კანონებზე ისაუბრა, რომლებსაც რუსული კანონის გამო, საკმარისი ყურადღება არ დაეთმო.

სალომე ზურაბიშვილმა ასეთად დაასახელა ე.წ. ოფშორების კანონი, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, მავნებლურ კანონს ამზადებს:

“მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია, მაგრამ ეს არის ერთ ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და რითაც შეიძლებოდა, რომ ოცნებას თავი მოეწონებინა, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის მთავრობის ხელში გადატანა ამ საპენსიო ფონდის და ძალიან საშიში მიმართულება”,-აღნიშნა პრეზიდენტმა.