წითელი ჯვრის წარმომადგენლები თელავის მერს შეხვდნენ
,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა თელავის მერთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრაზე განიხილებოდა როგორც მიმდინარე პროექტების შედეგები, ასევე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, რომლებიც ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენის პირობების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
