ახალი ამბები

თელავის თემში საჯარო მოხელეთა ტესტირება 27-28 დეკემბერს ჩატარდება

მესამე, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ტესტირების ეტაპის მინიმალურ ზღვარს – 51%-ს, არანაკლებ 31 ქულას.
კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება თელავის მუნიციპალიტეტში 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა.
კონკურსის პირველი ეტაპი კი განაცხადების გადარჩევას ითვალისწინებს.