პროექტი „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში განხორციელდა. პროექტის მიზანი ამ ქალაქებში მერების სათათბირო ორგანოს, საბჭოს ჩამოყალიბება გახლდათ. მონაწილეები გასაუბრების შედეგად შერჩეული ახალგაზრდები – სტუდენტები იყვნენ; ავტორები კი – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წამომადგენლები ია ანთაძე და თამთა ყუბანეიშვილი. აღსანიშნავია ნინო ზურიაშვილისა და თამარ მოსიაშვილის წვლილი, რომლებმაც დაატრენინგეს შერჩეული ახალგაზრდები. ამავე ტრენინგის ბოლოს გაიმართა მსჯელობა, თუ რა სჭირდებოდა ქალაქს.
Read More29 ნოემბერს საქართველომ ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირება მოახდინა. რუსეთი ცდილობს და სამწუხაროდ, ზოგჯერ წარმატებით ახერხებს იმ ქვეყნების დამორჩილებას, რომელთაც შეეძლოთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა (უკრაინა) ან პარაფირება (სომხეთი). გარდა ზოგადი შედეგებისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და ინტეგრირება მოიტანს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ სჯობს ევროკავშირთან სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირება რუსეთთან ასოცირებას ყოფითი თვალსაზრისით, სხვა სიტყვებით, რითი სჯობს ბრიუსელი მოსკოვს.
Read Moreსაგარეჯოს საარჩევნო ოლქი ქალ კანდიდატთა ბრძოლის ასპარეზი ხდება.
Read Moreჯანსაღი ღიმილი ძირითადად კბილების სიჯანსაღესა და სწორ განლაგებაზეა დამოკიდებული. იგი გამოხატავს იმ გრძნობებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემთ. ღიმილი სიცილის მარტივი მსგავსება კი არ არის, არამედ სხვადასხვა სამყაროს გვისხსნის.
Read Moreკარგა ხანია ქართულ ტელეარხებს აღარ ვუყურებ. წერტილოვანი გამონაკლისების გარდა ეს არის ერთიანად ყვითელი, ქარაფშუტა და ბოროტი ტელესივრცე. ნამდვილი ეროვნული უბედურება. აქ რომ აზრები ხმიანებს, ის აზროვნების სფეროს არ განეკუთვნება. აქ რომ გრძნობები და საქციელები ტრიალებს – გადაგვარების მანიფესტაციაა. ამ ტელეარხების პატრონებს და დაქირავებულ ჟურნალისტებს ამოძრავებთ ერთადერთი ვიტალური იმპულსი: მოიპოვონ, შეინარჩუნონ, გაიზარდონ შემოსავლის წყარო, მაშასადამე: რეიტინგი! სხვა აღარფერი აღარ არსებობს: რეიტინგი! ნებისმიერ ფასად! ადამიანის ყველაზე სუსტი და ბნელი ინსტინქტების სტიმულირებით! ამას ალბათ უფრო ბიოლოგიურ-კომერციული ყნოსვით აკეთებენ, ვიდრე დემონურ-ინტელექტუალური გათვლებით. და აქა-იქ, სადაც ნათელი სახე ჩნდება და გონივრული რამ ითქმება, მთლიანად დამიწებულია გარემომცველი უაზრობით.
Read Moreპროექტი „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში განხორციელდა. პროექტის მიზანი ამ ქალაქებში მერის სათათბირო ორგანოს, საბჭოს ჩამოყალიბება გახლდათ. მონაწილეები გასაუბრების შედეგად შერჩეული ახალგაზრდები – სტუდენტები იყვნენ; ავტორები კი – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წამომადგენლები ია ანთაძე და თამთა ყუბანეიშვილი. აღსანიშნავია ნინო ზურიაშვილისა და თამარ მოსიაშვილის წვლილი, რომლებმაც დაატრენინგეს შერჩეული ახალგაზრდები. ამავე ტრენინგის ბოლოს გაიმართა მსჯელობა, თუ რა სჭირდებოდა ქალაქს. გადაწყდა, რომ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერში მხატვარ ელენე ახვლედიანის ნამუშევრები განთავსდება.
Read Moreთელავის ახალგაზრდული საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა ქალაქ თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს პროექტი წარუდგინა, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხება. მერიაში განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტი 8 000 ლარით დაფინანსდება.
Read Moreის წამიერია, შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე დაგამახსოვრდეს. ძალიან ძვირფასია, მაგრამ არავინ არის იმდენად ღარიბი, რომ სხვისთვის მისი მიცემა ვერ შეძლოს, ან იმდენად მდიდარი, რომ მას არ საჭიროებდეს. რა გვაქვს მხედველობაში? — ღიმილი.
Read More
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტი „მერის სათათბირო ორგანოს –
ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში –
გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში – ათ–ათი სტუდენტის შერჩევას და
მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.
აღნიშნულ ქალაქებში შერჩეული სტუდენტები უკვე მუშაობის აქტიურ ფაზაში შევიდნენ. პროექტის ორგანიზატორებმა
ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში დეტალურად აგვიხსენს დამოუკიდებლად მუშაობის სპეციფიკა. ბოლოს,
იმ იმედით,რომ თავს გავართმევდით დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ერთმანეთს ერთი თვით დავემშვიდობეთ.
Read More