აშშ-ში ,,ძლიერთა თამაშებზე” ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ ,,ძლიერთა თამაშებში” (Invictus Games 2016) მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები დაბრუნდნენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართა.
Read More