სტატიები

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

სინამდვილეში, NATO-ს წევრი ქვეყ­ნის ტერიტორიაზე სამხედრო შესაძლე­ბლობების განთავსების შესახებ ალიან­სის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდე­ბა მხოლოდ თავდაცვის მიზნით, აღნიშ­ნული ქვეყნის თხოვნის საფუძველზე და იმ შემთხ­ვევაში, თუ წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. ამ გადაწყვეტილებას იღებს ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს რომ გა­დაწყვეტილების მისაღებად თავად სა­ქრათველოს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის, თანხმობა აუცილებელი იქნება.
NATO-ს სამხედრო შესაძლებლობე­ბის ძირითად მიზანს წარმოადგენს: კო­ლექტიური უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფა; წევრ ქვეყნებზე შესაძლო სამხე­დრო თავდასხმის შეკავება და თავიდან აცილება; ევროატლანტიკურ სივრცე­ში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყო­ფა. NATO-ში ქვეყნის გაწევრება, არ ითვალისწი­ნებს რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებას NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge