პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან
პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.
მანამდე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან პროტესტის მთავარ ადგილამდე მსვლელობები ეწყობა.
მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის სტუდენტები პარლამენტთან მარშით “მზიურის პარკიდან” მიდიან, ასევე, მსვლელობაა დაგეგმილი “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიიდან. პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული, თავისუფლების მოედანზე კი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფება.