თბილისი – 2 6 მაისს, 18:00 საათზე, ქორთიარდ მერიოტში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისსაკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის 120 მილიონი ლარის (50 მილიონი ევრო) ოდენობის საფინანსო შეთანხმებასმოაწერენ ხელს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
Read More