ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი
ქართული ეკლესიის, კულტურული ძეგლებისა და ქართული ენის, როგორც ქართული იდენტობის ერთჶერთი საყრდენის განადგურების მცდელობა რუსეთის იმპერიის გარდა საბჭოთა ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილიც იყო. ბოლშევიკური რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა ქართველი ერი საბოლოოდ დაემორჩილებინა, რისთვისაც სარწმუნოებასა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა, ეკლესიაჶმონასტრები დახურა, მღვდლები და მონაზვნები მონასტრებიდან გამოაძევა და ღვთისმსახურება აკრძალა. ქართული ეკლესიის დაქვემდებარება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენდა, ვინაიდან მისი მეშვეობით, იდეოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს რუსეთის იმპერიაში ასიმილაციას შეუწყობდნენ ხელს. საჭირო იყო მისი დასუსტება, მით უმეტეს, რომ რუსული ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, საქართველოს ეკლესია ეკონომიკურად დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენდა. 1921 წლის 14 აპრილს საქართველოს რევკომის #21 ბრძანება მიიღეს „სახელმწიფოსგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ, რის საფუძველზეც საქართველოს სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას მთელი უძრავმოძრავი ქონება ჩამოერთვა. ბრძანებაში ვკითხულობთ:
`არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. საქართველოს რესპუბლიკაში არსებულ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“_ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი №21, 1921 წლის 14 აპრილი.”
1921 წლიდან ქართული ეკლესიის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბოლშევიკ აქტივისტებს ეკლესიაჶმონასტრებიდან გაჰქონდათ საეკლესიო ქონება, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. რუსმა ეგზარქოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ამ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ხმა პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ აიმაღლა, რომელმაც 1922 წელს, გენუის კონფერენციას (საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური პრობლემები განიხილებოდა) მემორანდუმით მიმართა და საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა.
`ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულჶკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ ცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რუსები კი ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმიდათაჶწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულჶსახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია.“
ამ მიმართვის გამო, ამბროსი ხელაია იმავე წელს დაპატიმრებულ იქნა `ჩეკა-ს (საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური _ чрезвычайная комиссия) მიერ.
ბოლშევიკური ხელისუფლების მხრიდან ეკლესიების დაკეტვას ხშირ შემთხვევაში ქართველი მოსახლეობაც უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ბოლშევიკური პარტიის წევრები მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ. ქართული ეკლესიის მიმართ რეპრესიები გრძელდებოდა. ამ პერიოდში მრავალი ეკლესია დაანგრიეს და მათ ადგილას პარტიული და სხვა დანიშნულების შენობაჶნაგებობები ააშენეს. 1923 წლისთვის საქართველოში 1212 ეკლესია დაიკეტა.
შესაბამისად, მე19 საუკუნიდან მოყოლებული, ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის მიერ ხორციელდებოდა ერთგვარი კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული იდენტობის, ენის, დამწერლობის, ხელოვნების ნიმუშების და სულიერი ერთობის მოსპობა იყო.
დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას“ და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოყენებულია როგორც რუსული რბილი ძალის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკით.
წყარო: www.damoukidebloba.com

