ახალი ამბები

გურჯაანში მუნიციპალური ნაგავსაყრელი იხურება

როგორც knews.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წამომადგენლებმა განუცხადეს USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“- ფარგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანაა. 
,,გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება – მოსწორდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფი, ნარჩენები კი თიხნარი გრუნტით დაიფარება. ამ დროისთვის, გურჯაანის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს. გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 329 998 ლარია”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა.
ამ დროისთვის, გურჯაანის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.