ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია,, ლელოს” წევრებმა თელავში შეხვედრა გამართეს

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის – EECMD დასაზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ინიციატივით, თელავის დემოკრატიის სკოლის ოფისში შეხვედრა გაიმართა. 
“ლელოს” დამფუძნებლები და წევრები, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა, სამოქალაქო აქტივისტებს და მედიას შეხვდნენ და მოძრაობის მიზნებსა და უახლოეს გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
,,ჩამოვედით თელავში, რომ მოვუსმინოთ ადამიანებს და ნაცვლად იმისა, რომ გამზადებული იდეები შევთავაზოთ, პირიქით ეს იდეები მათგან უნდა ავიღოთ, რომ შემდეგ ინიციატივებად გადავაქციოთ.ეს შეხვედრა მიზნად ისახავს იმას, რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ მოლოდინების რაც არსებობს ჩვენს მიმართ”-განუცხადა knews.ge-ს ,, ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ.
შეხვედრაზე ასევე ადგილობრივ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.თელავის დემოკრატიის სკოლის  ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, EECMD-ის ინიციატივით აღნიშნული ფორმატის შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა.
,,სხვადასხვა დროს დემოკრატიის სკოლებში საზოგადოებასთან შეხვედრები გამართეს, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო მოძრაობების ლიდერებმა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა თუ სამოქალაქო მოძრაობებსა დასამოქალაქო საზოგადოებას შორის ნაკლებია თემატური დისკუსიის და იდეათა ურთიერთგაცვლის ფორმატები.
ამ სახის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ მსგავსი თანამშრომლობის ფორმატის შექმნასა და წარმართვის ხელშეწყობაში მდგომარეობს, სადაც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო მოძრაობები დამოქალაქეები ჩაერთვებიან პოლიტიკის შესახებ დისკუსიაში. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძელვათ უშუალოდ პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებისაგან გაიგონ ხედვები და გეგმები”-განუცხადა knews. Ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.