არჩევნები

ყვარლის მერიამ სასამართლო პროცესი წააგო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის სამსახურიდან განთავისუფლების აქტი, უკანონოდ სცნო.

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა, ყვარლის მერიას,მაია სამიტაშვილის სასარგებლოდ, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაც დააკისრა.

გაერთიანების ყოფილი დირექტორის
ინფორმაციით, ყვარლის მერმა, ის სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა, რაც სასამართლომ დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თავად სამიტაშვილი, მხოლოდ სამსახურში აღდგენის ნაწილში აპირებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის განმარტებით, მერიას სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია.

ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაია სამიტაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან 2019 წლის თებერვალში დაითხოვა.