ქვემო მაჩხაანისა და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ჭერი ჩამოინგრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანისა და ზემო ბოდბეს საბავშვი ბაღებში ჭერი ჩამოინგრა.
ბაღებში მისულმა თანამშრომლებმა ჩამოვარდნილი ჭერი დღეს დილით ნახეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
როგორც “კახეთის ხმას” სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, ორივე სააღმზრდელო დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გახორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 2500 ლარი დაიხარჯა.
“საგარანტიო ვადა გასულია. მომხდარის შესახებ პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს უკვე აქვთ ინფორმაცია. სარემონტო სამუშაოები ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღში უკვე დაიწყო, ხოლო ქვემო მაჩხაანის სააღმზრდელო დაწესებულებაში დღეს დაიწყებენ”, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი