საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 7 საერთაშორისო და 49 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება

2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

ცესკოს ინფორმაციით, აკრედიტაცია გაიარა 45 მედიასაშუალებამ და 1917 აკრედიტირებულმა წარმომადგენელმა. ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია.

შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედური არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებულია: 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი; 7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი; 45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი.

ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ სტატისტიკის დოკუმენტში.“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *