საგარეჯოს მერიამ ლიტერატურულ პრემიაზე „ნატვრის ხე“ კონკურსი გამოაცხადა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ლიტერატურულ პრემიაზე „ნატვრის ხე“ კონკურსი გამოაცხადა. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 29 წლის ახალგაზრდებს. 

გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება და თითოეული ფულად ჯილდოს მიიღებს.

,,კონკურსი გამოცხადდა შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო ლექსი (პოეტური კრებული), წლის საუკეთესო ნოველა (მოთხრობა). გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო: პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 300 ლარს, მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა 200 ლარი, ხოლო 100 ლარია გათვალისწინებული იმ კონკურსანტისთვის, რომელიც მესამე ადგილზე გავა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები 15 მაისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ელ.ფოსტაზე – sagarejo-gamgeoba@hotmail.com ან განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის Facebook გვერდზე – სპორტი და ახალგაზრდობა ქალაქი საგარეჯო. გამარჯვებული გამოვლინდება სოფელ პატარძეულში, სახალხო დღესასწაულ „გოგლაობაზე“,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *