ახალი ამბები

თელავი საპროტესტო აქციისთვის ემზადება

სახალხო პროტესტი “ოცნების” რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონებში იწყება.

პირველი დემონსტრაცია სტარტს თელავიდან აიღებს, სადაც რუსული კანონის მოწიანააღმდეგები ერეკლეს მოედანზე შეიკრიბებიან და ივანიშვილის რეჟიმის რუსულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გააპორტესტებენ.

,,კანონი ჩვენ გვართმევს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას – სწორედ ამას უშლის ეს კანონი ხელს და ამიტომ არ გვინდა ამის მიღება, რადგან გვაშორებს ევროპულ მომავალს. ახალგაზრდებს ვეტყოდი იმას, რომ არ შეგეშინდეთ არაფრის, ყველა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ყველა გავერთიანდებით და ძალა ერთობაშია.
მთავრობას კიდევ მოვუწოდებდი იმას, რომ თქვენ დაგავიწყდათ მგონი, რომ ეს ქვეყანა საკუთარი შვილებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან სრულწლოვნები, ნასესხები გაქვთ და ეს ქვეყანა მათ უნდა ჩააბაროთ ისე, როგორც ეს იქნება სწორი – ევროპული და თავისუფალი,“
– ამბობენ მოქალაქეები.

დღეს, საპროტესტო აქცია თელავში 18:00 საათზეა დაგეგმილი.