თელავის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 14 პროექტი დაფინანსდა
თელავის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ ეტაპზე 14 პროექტი დაფინანსდა. საკრებულოში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 5 401 626 ლარი გამოიყო.
“2019 წელს დაგეგმილია: ქალაქ თელავში – ერისთავის, გოგებაშვილის და ქლუხორის ქუჩების, ჭავჭავაძის N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7, N9 კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია; სოფელ წინანდალში – „ნათლისმცემლის“ ეკლესიისკენ მიმავალი გზის მოასფალტება; სოფელ კისისხევში – სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა ქსელების რეაბილიტაცია; სოფელ შალაურში – სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;
სოფელ რუისპირში – სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა ქსელების რეაბილიტაცია; სოფელ ქვემო ხოდაშენში – ცენტრალური გზის მოასფალტება და ცენტრალური გზის ჩრდილოეთით მდებარე ქუჩის რეაბილიტაცია; სოფელ ბუშეტში – „თულიანების“ და „ნაგუცაანთ“ უბანში შიდა საუბნო გზების მოასფალტება; სოფელ ვანთაში – ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრეების მოწყობა; სოფელ აკურაში – შიდა გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრეების მოწყობა”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
უწყების ინფორმაციით, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ფშაველის კულტურის სახლის ეზოში მოეწყობა საკემპინგო ადგილი.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილის მოწყობას.
ნიკოლოზ ესიტაშვილი