ლაგოდეხის ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხით მოხდა პერსონალის ხელფასების გაზრდა და კვების რაციონის გაუმჯობესება.
,,წელს ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა, მოხდა ბაღებში მომუშავე პერსონალის ხელფასების ზრდა და კვების რაციონის გაუმჯობესება. 700 000 ლარია გათვალისწინებული ბაღებში კვებაზე. მთლიანად კი ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებზე სულ დაიხარჯება 2 მილინ 100 000 ლარი”,- განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.