ახმეტის ოთხი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4 , ყვარელწყალის, დუმასტურისა და ხორხელის საბავშვო ბაღები დროებით დახურა.
სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი კვების ბლოკში გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღების სამზარეულოებში კრიტიკული შეუსაბამობები იყო და არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები 1200 ლარით დაჯარიმდნენ, ამასთანავე საბავშვო ბაღებს სტანდარტების შესაბამისი კვების ბლოკების მოწყობის ვადა მიმდინარე წლის მაისამდე მიეცათ.
“imedinews”-ის ფოტო
ნიკოლოზ ესიტაშვილი