ლაგოდეხში ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას ითხოვენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ნაგებობებისა და ადმინისტრაციულ შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას თხოვენ.
აღნიშნულ საკითზე მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდა ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილიც ესწრებოდა.
,,საბჭოს წევრთა ინიციატივით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები შშმ პირთა საჭიროებებზე უნდა იყოს გათვალისწინებული. შემდგომ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გარემო, კონკრეტულად მუნიციპალიტეტში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები უბდა ადაპტირდეს. საბჭომ მოგვმართა აღნიშნული ინიციატივით. მათივე ინიციატივით, აუცილებელია ქალაქ ლაგოდეხის სახელდებული ქუჩებისთვის აბრები დამზადდეს და განთავსდეს”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.