ახალი ამბები

ლაგოდეხის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 15 თებერვალს დასრულდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო 15 თებერვალს დასრულდება.

მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 920 000 ლარი დაიხარჯება.

“ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. ადგილობრივები თავად ასახელებენ პრიორიტეტულ საკითხებს. მოსახლეობის მიერ დასახელებული ყველა პრობლემა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოგვარდება. მოსახლეობასთან საკონსტიტუციო შეხვედრები 15 თებერვალს დასრულდება”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი