ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში ახალი სკოლა აშენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ახალი სკოლა აშენდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მშენენლობაზე უკვე გამოაცხადა ტენდერი.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ლაგოდეხის გარდა, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც იწყებს სკოლების მშენებლობა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი