ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მერიამ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

მერიაში აცხადებენ, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს. „კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და ზედამხედველობის, იურიდიულ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის ადმინისტრაციულ, გარემოს დაცვის ან თავდაცვის სფეროში 5 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელობის 2 წელი. აღნიშნულ პოზიცაზე თანამდებობრივი სარგო 1500 ლარია, გამოსაცდელი ვადა კი 12 თვეა“, – აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.

კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 9 თებერვლამდე შეეძლებათ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი