ახალი ამბები

თელავსა და იაპონიის ქალაქ კაცუნუმას, შესაძლოა მეგობარი ქალაქების სტატუსი მიენიჭოთ

მეღვინეობით სახელგანთქმული იაპონიის ქალაქის კაცუნუმას და ქალაქ თელავს შესაძლოა მეგობარი ქალაქების სტატუსი მიენიჭოთ.

აღნიშნული საკითხი განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იაპონელი მეღვინეების დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ინფორმაციით, დელეგაციას იამანაშის პრეფექტურაში მდებარე კაცუნუმა ჯოზოს მეღვიონეობის პრეზიდენტი არუგა იუჯი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა და დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მივესალმებით მჭიდრო კავშირების არსებობას ღვინის წარმოებით სახელგანთქმულ ქალაქებსა და მეღვინეებს შორის. ჩვენი დიდი სურვილია მეღვინეთა საზოგადოებებთან მჭიდრო კომუნიკაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს გაზაფხულზე, ქალაქ ტოკიოში დაგეგმილი ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ღონისძიებაზე მიიწვია.