საგარეჯოს მერმა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილე პაატა ასრათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გიორგი ერბოწანაშვილისთქმით, მოადგილის გათავისუფლების მიზეზი სპორტულ ა.ა.ი.პ.-ში შექმნილი არეულობა გახდა.
“პაატა ასრათაშვილი კურირებდა იმ სპორტულ ა.ა.ი.პ-ს, რომელმაც პრობლემები შექმნა. მე ის რამდენიმე კვირის წინაც გავაფრთხილე ამის შესახებ, თუმცა საკითხი ვერ მოაგვარა, ძირითადად ეს გახდა პაატას გათავისუფლების მიზეზი. ის ჩემი მეგობარია, უბრალოდ პროფესიონალი ადამიანები მჭირდება სამსახურში.”- განაცხადა გიორგი ერბოწანაშვილმა.
პაატა ასრათაშვილი აღნიშნული საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.