ახალი ამბები

თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები წელს დაიწყება

2019-2020 წლებში თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები განხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით პროექტის ფარგლებში აშენდება 6 ახალი ჭაბურღილი.
“პროექტის ფარგლებში 6 ახალი ჭაბურღილის გარდა, დაგეგმილია რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი”, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი