პანკისის მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა
პანკისის მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა. მოსახლეობის ნაწილი სოფელ ბირკიანში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც ახალი ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
მათი თქმით, ჰესის აშენება ხეობიდან მათ გადასახლებას ნიშნავს, ისინი კი არსად წასვლას არ აპირებენ.
„ აქ რომ ჰესი ააშენონ, ჭაობი გახდება ხეობაში, ბუნებრივ კატასტროფას მივიღებთ. ასევე ვინც ჰესის წინააღმდეგია, პოლიცის იბარებს და აშინებს. არ ვაპირებთ გაჩერებას. პოლიციას მივმართავთ, შეწყვიტონ შანტაჟი და მუქარა”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
პანკისის ხეობის მოსახლეობამ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა მოამზადა. მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსახლეობა ხეობაში დაგეგმილი ჰესების აშენების წინააღმდეგია. ადგილობრივები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.