ყვარელში მდებარე ისტორიული ციხე-კოშკის ჩამონგრეული ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო
ყვარლის ცენტრში მდებარე XVI-XVIII საუკუნეებში აგებული ციხე-კოშკის ჩამონგრეული ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ. ისტორიული ძეგლის ჩამოშლილი ნაწილი ამჟამად ხარაჩოებშია მოქცეული.
,,დაიწყო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენი მიზანია ძეგლის ავთენტურობა არ დაირღვეს, ამიტომ ობიექტს შესაბამისი ქვის მასალით აღადგენენ”, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.