გურჯაანის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
2019 წლის იანვრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მესამე კატეგორიის პირველი რანგის სპეციალისტების შრომის ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება.
გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის თქმით, უმცროსი სპეციალისტების თანამდებობრივი სარგო 700-ის ნაცვლად 850 ლარით განისაზღვრება.
,,2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი 13 მლნ 788,6 ლარით არის განსაზღვრული, რაც 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 200 000 ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტიდან ხელფასების ზრდისთვის დამატებით 250 000 ლარია გამოყოფილი’’, – განაცხადა ნატო გონგაძემ.