ახალი ამბები

ახმეტაში ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტაში ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.
,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ ახმეტაში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.გ-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – მ.მ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 11 სექტემბერს ახმეტაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.