კახეთის 8 ოლქში საჩივრებს 2 დღის ვადაში განიხილავენ
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კახეთის რეგიონის 8 ოლქსა და საარჩევნო უბნებზე ჯამში 21 საჩივარი დაიწერა. როგორც knews.ge-ს საოლქო-საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა განუცხადე, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. მათი ინფორმაციით, კანონის მიხედვით, შესული საჩივრებს ორ დღეში განიხილავენ. ყველაზე მეტი საჩივარი პარტიების წარმომადგენლებისა და უბანზე დამკვირვებლების მიერ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში დაიწერა.
დედოფლისწყაროს მე-14 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ნინო მჭედლიშვილის ინფორმაციით, სულ საარჩევნო უბანსა და საოლქო კომისიაში დაწერილია 7 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
,,საჩივრები დაიწერა მე-3, მე- 4, მე- 14, მე-16, მე-17 და მე-19 საარჩევნო უბნებზე, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. ერთი საჩივარი ოლქში გუშინ შემოვიდა, რომელიც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დაწერა, რადგან უბნის თავმჯდომარემ მას უფლება არ მისცა საეჭვო ბიულეტენისთვის ფოტო გადაეღო. დედოფლისწყაროში საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. შემოსულ საჩივრებს ორი დღის ვადაში და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას”,,- განუცხადა knews.ge-ს ნინო მჭედლიშვილმა.
კახეთში ყველაზე ნაკლები საჩივარი ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქში დაიწერა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი განმარტავს, რომ ერთი საჩივარი 21-ე უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დაწერა.
,,პარტიის წარმომადგენელს უნდოდა ბიულეტენების ქსეროასლის გადაღება, რისი უფლებაც კომისიის თავმჯდომარემ კანონის ფარგლებში არ მისცა’’,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.