ახალი ამბები

ხმაურის გამზომი მოწყობილობა მხოლოდ ლაგოდეხსა და თელავს აქვს

კახეთის რეგიონის 8 თვითმმართველი ერთეულიდან, ხმაურის გამზომი მოწყობილობა მხოლოდ თელავისა და ლაგოდეხი მუნიციპალიტეტებს აქვს. როგორც knews.ge-ს თვითმმართველ ორგანოებში განუცხადეს, აღნიშნული მოწყობილობა უახლოეს მომავალში ექნებათ.
“ამ დროისთვის ჩვენთვის ხმაურის გადამეტების ფაქტზე არავის მიუმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადმოცემის მოთხოვნით უკვე მივმართეთ”, – აცხადებენ კახეთის თვითმმართველ ორგანოებში.
შსს-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს ხმაურის გამზომი 20 მოწყობილობა ეტაპობრივად გადაეცემა.
საქართველოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ექნებათ, რომლებიც აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.