არჩევნებიახალი ამბები

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 4 , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ერთი საჩივარი განიხილა. 
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის განცხადებით, ხუთივე საჩივარი ტექნიკურ და პროცედურულ დარღვევებს ეხება, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
,,არჩევნების დღეს თელავის ოლქში სულ დაიწერა 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხებოდა ,,ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრების მიერ წილისყრის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად უარის თქმას. მთლიანობაში ხმის მიცემის პროცესი კი მშვიდად წარიმართა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29 400-მდე მოქალაქემ”, – განუცხადა knews.ge-ს კალმახელიძემ.
საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, ხუთივე საჩივრის ადრესატებს შენიშნვა გამოეცხადათ.