20 წლის ახალგაზრდა თამაშის დროს გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები 20 წლის ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ის უნივერსიტეტში რაგბის თამაშის დროს შეუძლოდ გახდა. ლაშა მღებრიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. მათი თქმით, ახალგაზრდას გული გაუჩერდა. ლაშა მღებრიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო.
ავტორი: მაკა ხაზიური