არჩევნებიახალი ამბები

თელავში არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.

ცესკოს მონაცემებით, თელავის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 32.79%-მა დაუჭირა მხარი (9383 ხმა), ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 50.12% (14 341 ხმა) მიიღო.

მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, რომელმაც თელავში ამომრჩეველთა 7.9% -ის (2174 ხმა) მხარდაჭერა მოიპოვა.

მეოთხე ადგილზე კი „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი შალვა ნათელაშვილია, რომელმაც ხმების 4.38% (1252 ხმა) მიიღო. ცესკოს ცნობით, თელავის საარჩევნო ოლქში დათვლილია 54-ვე უბნის შედეგები.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი