ცესკო – სალომე ზურაბიშვილს 38,63%, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,74%-იანი მხარდაჭერა აქვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74% % მიიღო. ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია 3689 საარჩევნო უბანი.
“არსებული მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს”, – აცხადებენ ცესკოში.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი