არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბარიერი იხსნება და გამარჯვეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩევლების მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ 2 კანდიდატს, რომელმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 38,66 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7 % მიიღო. შესაბამისად, მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ზურაბიშვილი და ვაშაძე იბრძოლებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა დაუშვებელია.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი