ცესკომ არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც 13%-დ შეადგენს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 40,05%, გრიგოლ ვაშაძე – 37,93% და დავით ბაქრაძე – 10,83%.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი