არჩევნებიახალი ამბები

ლაგოდეხში 48-ნომრიანი კეპები დარიგდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანთან 48 ნომრიანი კეპები დაურიგა.
ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.
მომხდარზე გიორგი ღამბაშიძე აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი