გურჯაანში აგიტაციის წესების დარღვევა დაფიქსირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში აგიტაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.
,,გურჯაანის მე-12 ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი