,,საგარეჯოში კომისიის წევრებმა საარჩევნო მაგიდაზე ისადილეს”
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს სარეგისტრაციო მაგიდებზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, კომისიის წევრები კენჭისყრის მიმდინარეობისას სადილობდნენ.
,,ჩვენი დამკვირვებლის გამოჩენისთანავე, კომისიის წევრებმა სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს. დამკვირვებელმა კომისიის წევრებს ასევე მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დაიცვან ეთიკა და საკვებით არ დააზიანონ საარჩევნო დოკუმენტაცია”,- განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.
ავტორი: მაკა ხაზიური