ცესკო – თუშეთში, უამინდობის გამო, პოსტზე მყოფი მესაზღვრეების ნაწილი შეძლებს ხმის მიცემას
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თუშეთში, უამინდობის გამო, პოსტზე მყოფი მესაზღვრეების ნაწილი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.
ცესკოს ცნობით, ხმას ვერ მისცემენ თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირები.
“ახმეტის ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. თუშეთში გადასატან საარჩევნო ყუთში რეგისტრირებულია 28 ამომრჩეველი, კერძოდ სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები. მათგან 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან უამინდობის და დაკეტილი გზების გამო ვერ ხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა”, –განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ავტორი: მაკა ხაზიური