სახელმწიფო გრანტების მონიტორინგისთვის მცირე გრანტები გამოცხადდა

პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ლინქი და თანდართული 3 ფაილი:

იხილეთ პირველი ფაილი გრანტის შესახებ

იხილეთ მეორე ფაილი გრანტის შესახებ

იხილეთ მესამე ფაილი გრანტის შესახებ